Friday, November 15, 2013

რომან თოლორდავა


   რომან თოლორდავა
პროფესიით ჟურნალისტია. ჩვენ შორისაა და უზარმაზარ საქმეს აკეთებს. ამაზე ეს წიგნიც ღაღადებს. ახალი თვალით დანახული სამეგრელოა. ის კუთხე-კუნჭულია აღბეჭდილი, რომელიც, ზოგიერთი ადგილობრივის გარდა, თითქმის არავის უნახავს. შეიძინეთ ეს წიგნი და თავად დარწმუნდებით. ეს უბრალო სურათები კი არაა, _პოეზიაა სურათებში გადმოცემული. შესავალ წერილებსაც თუ წაიკითხავთ, რომელიც სპეციალისტებმა სწორედ ამ წიგნისთვის დაწერეს, მიხვდებით, რომ ეს უბრალოდ სურათები კი არა, მეცნიერებასთან შერწყმული ხელოვნებაა. იგი გამოცდილი სპელეოლოგიცაა. მას მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპელეოექსპედიციებში მიუღია მონაწილეობა. მას კარგად იცნობენ ჩვენი რაიონისა და რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც. მასთან ინტერვიუც ჩავიწერეთ, რასაც აქვე გთავაზობთ. ჩვენი რაიონის შესწავლაში მისი გამოცდილებაც დიდად დაგვეხმარა. მისი ინიციატივით სკოლაში ყალიბდება სპელეოტურიზმის კლუბი, რომლის შესახებაც ინფორმაციას ჩვენს ბლოგში მოვათავსებთ.




1 comment: