Saturday, November 16, 2013

დემურ ანთია



მეამაყება, რომ დემურ ანთია გავიცანი. ერთხელ მასწავლებელმა  გვითხრა, ასეთი და ასეთი კაცი ცხოვრობს, არავის არ აწუხებს, არის და თავისთვის, აკეთებს რაღაცებსო. რას აკეთებდა, არ უთქვამს. ერთ დღეს ჩაგვსხა მანქანაში და ახუთში  დემურს მივაკითხეთ. ყველაფერმა გადააჭარბა მოლოდინს. რა ნამუშევრები. ამეტყველებული ხე. უნიკალური მზითევი ქალიშვილისთვის. ხალხური საკრავები, _ ჩონგური,ლარჭემი... მხატვრულად გაფორმებული  სანათურის მაგიდები. ხეზე შესრულებული სხვადასხვა კომპოზიცია. რაღა ბევრი გავაგრძელოთ, თავად ნახეთ და მოუსმინეთ. დარწმუნდებით, რასაც ინახავს ქართველი ხალხის გენია.

No comments:

Post a Comment