Friday, November 15, 2013

მუხურის ხიდი

 

  ჩხოროწყუს რაიონის ღირსშესანიშნაობებს შორის  უდავოდ ერთ-ერთი საინტერესოა სოფელ მუხურის  ხიდი, ე.წ. ნაცხა ხინჯი. სახელის ეტიმოლოგიას ვერ გამოვედევნებით, მაგრამ ის, რომ  საქართველოში არსებულ უძველეს ხიდებს შორის ადგილი უნდა ჰქონდეს მიჩნეული, უდავოა. თვითონ დააკვირდით. ის პირდაპირ ქვაზეა დასენებული, უდურაბოა, შედგება მრავალი შრისაგან. ყველაზე დაბალი, გამომდინარე აქედან ყველაზე ძველი, ისე ნტიფად და მკვიდრად არის დაწყობილი, რომ გაგიკვირდებათ. ლეგენდის მიხედვით აქ გაუვლია პომპეუსს. ამაზე ცოტა მოშორებით, სოფელ თაიაში ადგილმდებარეობის სახელწოდებაც ადასტურებს: ბომბიაში შარა და ერასტიში შარა. ერთში პომპეუსს ნამდვილად ამოვიცნობთ, ერასტო კი, გადმოცემით ამ სარდლის ჟამთააღმწერელი ყოფილა

No comments:

Post a Comment