Friday, November 15, 2013

ჩხოროწყუს გეოგრაფია

  ჩხოროწყუს რაიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სავანეთის მხარეში ფართობი 619,4  კვადრატული კილომეტრი. რაიონული ცენტრი დაბა ჩხოროწყუ. ესაზღვება: აღმოსავლეთით - მარტვილის რაიონი, დასავლეთით - წალენჯიხის რაიონი, ჩრდიოლეთით - მესტიის რაიონი, სამხრეთით - სენაკისა და ხობის რაიონები. მთელი რაიონი ძირითადად ხობისწყლის ხეობაშია მოქცეული. რაიოში 30 სოფელია.
  ჩხოროწყუს რაიონი მოიცავს კოლხეთის ვაკის ნაწილსა და მთისწინეთის თვით ეგრისის ქედის თხემამდე. მთისწინეთი დანაწევრებულია მდ.ხობისწყლისა და მისი შენაკადების ღრმა ხეობებით. უმაღლესი ადგილია მთა ომაჭირხოლე/სამაჭირხოლო (3166 მ.) ჩხოროწყუს რაიონშივე ( ხობისწლის სათავესთან) არის აგრეთვე ეგრისი ქედის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი ლაკუმურაშდუდი  (311 მ.) რაიონის ტერიტორიაზეა გარახის, ნაზოდელუს, სავეკუოს, ყალიჩონის, შურუბუმუს კარსტული მღვიმეები. ცნობილია ლუგელას მინერალური წყალი (ხობისწყლის ხეობაში, სოფ. მუხურის სიახლოვეს).
   ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. მთისწინეთში ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული იცის. ბარში კი, პირიქით, - რბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული.

   რაიონს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კვეთს ხობისწყალი. მისი მნიშვნელოვანი შენაკადებია ოჩხომური და ჭანისწყალი. მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. მთის ძირითადი ნაწილი უკავია ტყეებსა და საძოვრებს, დაბლობებში ნიადაგები ძირითადად გაეწრებულია, სოფლები, როგორც წესი, ბორცვებზეა განლაგებული. მოსახლეობის ზირითადი ნაწილი ქართველია. განვითარებულია მეფუტკრეობა (განსაკუთრებით სოფ. მუხურში). სავარგულების ძირითადი ნაწილი ეკავა ჩაის. ამჟამად კი ძირითად ყურადღებას აქცევენ თხილის გაშენებას. რაიონში გადის რესპუბლიკური მნშიშვნელობის საავტომობილო გზა - სენაკი-ჩხოროწყუ-წალენჯიხა-ზუგდიდი. ქსე-ს ინფორმაციით,ჩხოროწყუს რაიონის ხურუთმოძღვრული ძეგლებია „ოცინდალეს ეკლესია (შუა საუკუნე) სოფ. თაიაში, გარახის ციხე (შუა საუკუნე) და სხვ.“

No comments:

Post a Comment