Friday, November 15, 2013

ჩხოროწყუს რაიონის სოფლები და საკრებულოები

       
           
 ჩხოროწყუს დაბის საკრებულო–ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული ჩხოროწყუს რაიონში, ოდიშის ვაკეზე, ოჩხომურის ორივე ნაპირზე. შედის დაბა ჩხოროწყუ და სოფელი გარახა. საკრებულოს ესაზღვრება: აღმოსავლეთით–ნაკიანი, ახუთი; დასავლეთით ლეწურწუმე; ჩრდილოეთით–ჭოღა, ხაბუმე;  სამხრეთით–ქვედა ჩხოროწყუ. 1969 წელს ჩხოროწყუს სადაბო საბჭოში აღრიცხული იყო 1060 კომლი, მათგან სოფელ გარახაში – 270 კომლი. 1996 წელს კი საკრებულოში ცხოვრობდა 318 გვარის 1320 კომლი (5601 სული).
 ჩხოროწყუ – დაბა (1960 წლიდან) ოდიშის ვაკეზე, ხობისწყალ–ოჩხომურს შუა. ჩხოროწყუს რაიონისა და ჩხოროწყუს დაბის საკრებულოს ცენტრი. ზ. დ. 180 მეტრი მანძილი თბილისიდან, 333 კილომეტრი. სენაკიდან –36    კილომეტრი, ზუგდიდიდან -28 კილომეტრი. 1969 წელს დაბა ჩხოროწყუში მკვიდრობდა 1060 კომლი. 1996 წელს კი–315 გვარის 4220 სული. კომლმრავალი გვარებია: ფირცხელავა–49 კაცი. გოგუა–47 კაცი. შენგელია – 45 კაცი. ქებურია–40 კაცი. პაპავა–33 კაცი. წურწუმია–33 კაცი. კვარაცხელია – 32 კაცი. ყალიჩავა – 31 კაცი. თოდუა–28 კაცი, არახამია–26 კაცი, ალანია–25 კაცი, ვეკუა–24 კაცი, ნაჭყებია–24 კაცი, გაბისონია –23 კაცი, პერტაია–20 კაცი და სხვა. (ცნობას ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე ე. მალანია და შემსრულებელი გ. ცირამუა).
ოდიშ–ლეჩხუმის დავით დადიანისეული დაყოფით, ჯვარის მაზრაში დასახლებული სოფელი ნაჯახოუ, როგორც ჩანს, მოიცავდა დღევანდელი დ. ჩხოროწყუს ტერიტორიასაც (სრულად ან ნაწილობრივ). ნაჯახოუ, ნაჯაგოუს დამახინჯებული ფორმაა. საქართველოს სსრ პირველი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული დაყოფა (ტფ., 1930) ჩხოროწყუს სასოფლო თემში ასახელებს სოფელ ჩხოროწყუ–ნაჯაგოუს. როგორც ჩანს სწორედ ესაა ამჟამინდელი დაბა ჩხოროწყუ.
რიცხვი 9 ქართულში გამოხატავს სიმრავლეს, სიშორეს, მიუწვდომლობას. ჩვენს წინაპრეპს ,,ცხრა რაღაც საიდუმლო ძალის მქონე ბედნიერ რიცხვად მიაჩნდათ“ საქართველოში ჰიდროგრაფიულ ობიექტებს ეწოდებათ: ჩხოროწყუ, ცხრაწყარო, ცხროჭა, ცხრანაკადა, ცხრაპირა, ჩხოროღალ, ჩხორთოლი და სხვა. ყველა შემთხვევაში რიცხვი 9 გამოხატავს წყლის სიუხვეს, წყაროთა სიმრავლეს. მაშასადამე, ჩხოროწყუ მრავალწყაროიანი ადგილია.
ჩხოროწყუ ნიშნავს ცხრაწყაოს და აქ „თითქოს ყველაფერი ნათელია და ნათელი იყო კარგა ხნის წინათაც. ამიტომ გასაკვირია, რომ ჩხოროწყუს ეტიმოლოგიამ ამ რაიონის გაზეთის ფურცლებზე ცხარე კამათი გამოიწვია.
ინფორმატორთა განმარტებით, „ჩხოროწყუ დაურქმევია დუტუ პატონსქუას იმის გამო, რომ საროდონაიოში პატარა ფერდობიდან ცხრა ადგილას გამოდიოდა წყარო“. გავრცელებული მოსაზრებით, ჩხოროწყუ ადგილგადანაცვლებული სახელია. ამასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის მ. კვირტაია: ოიკონიმი ჩხოროწყუ ჩნდება მას შემდეგ, რაც ნაჯაგუას ხევისთავთა უფროსმა ილიკო დადიანმა დაუკავშირა რკინიგზის ბაქან ახალსენაკს. მაგრამ იმ პერიოდში ჩხოროწყუ ერქვა ამჟამინდელ სოფელ ქვედა ჩხოროწყუს. XIX საუკუნის მეორე გარახის მცხოვრებთა ნაწილი გადმოსახლდა სულერში, სადაც აშენდა ეკლესია და ყოველწლიურად იმართებოდა “იამურკობა“, 1859–1860  წლების აღწერის ნუსხებში დასახლებულია სოფელი სულერი , მაგრამ ხაბუმე და ჩხოროწყუ არ ჩანს. სწორედ ამ სულერში წარმოქმნილ დასახლებას ეწოდა ჩხოროყუ და იგი ნაჯაგუს ხევის შემადგენლობაში შევიდა. ბენიბრივია, რომ ამის შემდეგ ეწოდა თავდაპირველ ჩხოროწყუს ქვედა ჩხოროწყუ.
ჩხოროწყუს რაიონულ გაზეთ „ნაპერწკალში“ გამოქვეყნებულ წერილში კი (1973 წ.) მასწავლებელი გ. შენგელია გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ჩხოროწყუ „ცხრა ჭა“ ერქვა ტეხურის მარცხენა შენაკადს და სწორედ ეს სახელი იქნა გადმოტანილი ხობისწყლისპირა დასახლებისათვის.
ხალხური ეტიმოლოგია: დადიანის მოურავს, როცა სულერის გავლით ახალსენაკისაკენ გზა გაუყვანიათ, უხუმრია, სულერი ჩხოროტკუ „ცხრამტკაველი“ ყოფილაო (გულისხმობდა, რომ აქ ხობისწყალსა და ოჩხომურს შუა მხოლოდ 0,5 კილომეტრი მანძილია). ამიტომაც დარქმევია ადგილს ჩხოროტკუ, რაც შემდეგ ჩხოროწყუდ ქცეულა.
გარახა–სოფელი ჩხოროწყუს დაბის საკრებულოში, მდინარე ოჩხომურის მარცხენა მხარეს სოფელ ნაკიანამდე, ზ.დ. 200 მ. ჩხოროწყუდან 2 კმ. შემორცენილია გვიანდელი შუა საუკუნეების 2 ციხესიმაგრე, რომლებიც აგებული უნდა იყოს XVI საუკუნის დამდეგს. სოფლის მიდამოებშია გარახის მღვიმე. ესაზღვრება: სამხრეთით – ახუთი, ჩრდილოეთით–ხაბუმე. სოფელი იყოფა ორ დიდ ნაწილად:ქვედა გარახა//თუდოლენი გარახა და ზედა გარახა//ჟიმოლენი გარახა. გარახა შედიოდა შელიების სამფლობელოში. ეს სოფელი რომ დიდი და დაწინაურებული იყო, ამას ისიც ადასტურებს, რომ აქ საეკლესიო და სამრევლო სკოლა ჯერ კიდევ 1877 წელს გაუხსნიათ.
გარახის ეტიმოლოგია ჯერჯერობით არაა დადგენიი. მ. კვირტიაიას მოსაზრეით, გარახა <– გარამი ხა, რაც თითქოს ნიშნავს ქვიან ფლატეს. მართალია,მეგრულში ორივე ეს სიტყვა გვაქვს:გარამი “კარსტული ჭა, უფსკრული“, ხა “ფხა, გველის ძვალი, თევზის ქერცლი“. მაგრამ გარამი ხა –> გარახა არ ჩანს დამაჯერებელი. არსებობს ხალხური ეტიმოლოგიაც: მოურავს გადასახადი ვერ

რაიონის საკრებულოები და სოფლები
მუდმივი მოსახლეობა
სულ                      კაცი              ქალი
ახუთის თემის საკრებულო
ახუთი
მონგირი
2155
1085
1070
1196
616
580
959
469
490
ზუმის სოფლის საკრებულო
ზუმი
1548
747
801
1548
747
801
თაიის სოფლის საკრებულო
თაია
737
368
369
737
368
369
კირცხის თემის საკრებულო
კირცხი
სარაქონი
2233
1046
1187
1444
685
759
789
361
428
ლესიჭინის თემის საკრებულო
ლესიჭინე
მეორე ლესიჭინე
4074
1955
2119
3116
1484
1632
514
256
258
ოჩხომური
444
215
229
ლეწურწუმეს თემის საკრებულო
ლეწურწუმე
ნაგვაზუ
ჯუმითი
1495
715
780
736
355
381
248
121
127
511
239
272
მუხურის თემის საკრებულო
მუხური
ლეგახარე
ქოყო
2910
1422
1488
1538
760
778
926
447
479
446
 215
231
ნაკიანის თემის საკრებულო
ნაკიანი
ლეახალე
ლექარჩე
465
237
228
179
90
89
132
70
62
154
77
77
ნაფიჩხოვოს თემის საკრებულო
ნაფიჩხოვო
ლედარსალე
ხანწკი
2062
1007
1005
759
380
379
768
359
409
535
268
267
ქვედა ჩხოროწყუს თემის
 საკრებულო
ქვედა ჩხოროწყუ
ლეჯიქე



1896
948
948
1191
594
597
705
354
351
ჭოღის თემის საკრებულო
პირველი ჭოღა
ლექობალე
მეორე ჭოღა
1886
909
977
1018
487
531
83
40
43
585
382
403
ხაბუმის თემის საკრებულო
ხაბუმე
მოიდანახე
ჯუმითი
3623
1721
1902
1834
862
972
1154
556
598
635
303
332


გვარები
1)შენგელია–2066                                          26)გაბედავა-371
2)სიჭინავა–2036                                         27)ბერია-364
3)ჯალაღონია–1039                                   28)ქებურია-364
4)წურწუმია–1006                                      29)ფაცაცია-347
5)დარსალია–936                                       30)ქობალია-338
6)გოგუა–931                                              31)ბერულავა-326
7)თოლორდავა–907                                  32)ბებია-318
8)კვარაცხელია–770                                   33)ჩალიგავა-314
9)თოდუა–745                                           34)სორდია-307
10)ჩიქოვანი–742                                       35)მალანია-304
11)გახარია–728                                         36)მამფორია-285
12)პაპავა–727                                             37)პერტაია-284
13)საჯაია–720                                           38)ბაძაღუა-278
14)ახალაია–679                                         39)იზორია-270
15)ნაჭყებია–657                                        40)გაბელია-261
16)ხორავა–629                                          41)მორგოშია-256
17)ლემონჯავა–621                                   42)ცირდავა-253
18)ვეკუა–582                                             43)ცირამუა-251
19)ყალიჩავა–559                                       44)ესართია-245
20)გულუა–454                                          45)ჩიტაია-245
21)ქარჩავა–426                                          46)ჟვანია-242
22)კვირკველია–400                                  47)კაჭარავა-210
23)ლაგვილავა–396~                                 48)არახამია-209
24)ჯიქია–392                                            49)უბირია-206
25)ფირცხელავა–380                                 50)ქვარცხავა-197

                ამათგან საქართველოს მასშტაბით გავრცელებულია :კვარაცხელია-13618(მე-6 ადგ.),შენგელია - 12764(მე-8 ადგ.),თოდუა - 8079(24-ე ადგ.),ჯიქია-6432(44-ე ადგ.),სიჭინავა-6102(53-ე ადგ.),ნაჭყებია-5759(58-ე ადგ.),ქობალია-5209(73-ე ადგ.),ახალაია - 4452(104-ე ადგ.),ჩიქოვანი-4358(107-ე ადგ.),ჯალაღონია - 4269(112-ე ადგ.),წურწუმია -მ 4266(113-ე ადგ.),ჟვანია - 3454(168-ე ადგ.),საჯაია - 3278(183-ე ადგ.),პაპავა - 3234(188-ე ადგ.),ვეკუა  - 3158(190-ე ადგ.),გოგუა - 3141(191-ე ადგ.),ლაგვილავა - 3075(201-ე ადგ.).

No comments:

Post a Comment