Friday, November 15, 2013

შენ პატარა პარიზი ხარ ჩემო ჩხოროწყუ

 ერთი ადგილობრივი პოეტი, აწ უკვე გარდაცვლილი, პერიფრაზს უკეთებდა ტერენტი გრანელის ლექსს და ამბობდა ,,ჩხოროწყუ ნიჭის სასაფლაოა და უნიჭოთა საასპარეზოო“. თუ დაუკვირდებით, ნახავთ, რომ ეს მცადრი შეფასება იყო. სჯობია ისევ ბატონ ომარ ჩიტაიას სახუმარო, ერთ დროს მთელ საქართველოში ცნობილი ლექსი მოვიშველიოთ: ,, შენ სოფელი აღარა ხარ, არა, არა, ნწუ, შენ პატარა პარიზი ხარ, ჩემო ჩხოროწყუ“. პარიზისა რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველოს ერთ-ერთი მარგალიტთაგანი რომ არის უდავოა. ამაზე მისადმი მიძღვნილი ლექსებიც დაგარწმუნებთ: ,,შენ ძველმა და ბრძენმა ქართველმა გიწოდა ჩხოროწყუ _ ცხრაწყარო! მეც შენი ერთგული შვილი ვარ და შენგან ვერავინ გამყაროს. ეს შენი ლამაზი სახელი ცემს გულში რეკავს და ხმიანობს, ნაწერო ქართული მიწისა, მთიანო, მზიანო, სვაინო...არც სოფელს გიწოდებ, არც ქალაქს, შენა ხარ ბუნების ზრაპარი! სიცოცხლის სიხარულს გვანიჭებს სიკეტის მთოველი მთა-ბარი. იზრდები, მაღლდები, მშვენდები, ვაჟკაცურ შრომაშიც წინა ხარ, მომავლის იმედით აღსავსე წარსულის დიდდებას ინახავ. იხარე ბუნების ზრაპარო, რომ დედათბილისიც ახარო! ჩხოხროწყუ, ჩხოროწყუ, ჩხოროწყუ, ცხრაწყარო, ცხრაწყარო, ცხრაწყარო.“ _ ხუტა ბერულავა.  ამ ტექსტზე კომპოზიტორმა სოთა მილორავამ თურმე სიმღერაც შექმნა. თურმე მოსწავლეთა მხატვრული სემოქმედების დათვალიარებაზე ჩვენმა სკოლამ წარადგინა თბილისში და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ვეცდებით მოვიძიოთ ამ სიმღერის ნოტები და ახალ სიცოცხლეს დავუბრუნებთ. არ იფიქროთ, რომ ჩხოოროწყუსადმი ლექსები ამით მტავრდებოდეს. უამრავია, ვეცდებით თანდათან მოგაწოდოთ..

No comments:

Post a Comment