ისტორიული
მუზეუმი... მუზათა ტაძარი. ჩხოროწყუში ის 1978 წლიდან მუშაობს. 1983 წელს ახლ, მისთვის სპეციალურად აგებულ შენობაში
გადავიდა და აქ დაიდო სამუდამოდ ბინა. მისი შექმნის სათავეებთან ჩხოროწყუელთა მრავალი
თაობა იდგა. საფუძვლის ქვკუთხედი გასული საუკუნის 30-იან წლებში სოფელ ჭოღაში აღმოჩენილი
ჩვენს წელთააღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნის წინანდელი სამჭედლო გახდა. მას მოჰყვა სხვა
აღმოჩენებიც, რომელმაც საქართველოსა და სამეგრელოს მუზეუმებში დაიდო ბინა. ამან ჩააფიქრა
ჩხოროწყუელები. მათ შემთხვევით აღმოჩენილი ისტორიული ფასეულობების მოტანა ჩხოროწყუს
სარაიონო კულტურის სახლში დაიწყეს. განსაკუთრებით აქტიურობდა იმავე ჭოღის სკოლის დირექტორი,
ისტორიკოსი გრიგოლ შენგელია. მას გვერდით
დაუდგნენ რაიონული გაზეთის რედაქტორი ტიტე
შელია, კომკავშირის რაიკომის მდივანი ჟურნალისტი ნელი პაპასქირი, დაბის №1 საშუალო სკოლის ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ხუნტუა და ჩხოროწყუს მექანიკური
ტექნიკუმის დირექტორი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი ალიოშა მორგოშია. მალე მუზეუმსთვის შენობა ააგეს. იგი არცთუ დიდი იყო.
მალე იმდენი მასალა შეგროვდა, რომ პარტიის ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივნის კარლო ქაჯაიას ინიციატივით ახალი შენობა ააგეს,
სადაც ამჟამადაა დავანებული ჩვენი მუზეუმი. ექსპონატების შესწავლაში მუზეუმს დიდი დახმარება
გაუწიეს: მარტვილის(მაშინდელი გეგეჭკორის) მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა გივი ელიავამ, მუხურჩა-ოჩხომურის არქეოლოგიური
ექსპედიციის ხელმძღვანელებმა ელგუჯა გოგაძემ
და ჯონი აფაქიძემ. ამჟამად მუზეუმს დიდ
დახმარებას უწევს ბატონი დავით ლომიტაშვილი.
მუზეუმის დაქვემდებარებაშია ახლადგახსნილი
პირველი ქართველი მფრინავის ბესარიონ
ქებურიას, პოეტ ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმი
და კირცხის ვალია ბეჭვაიას სახელობის სასოფლო მუზეუმიც.
ახლა
კი ექსპონატების ენით ვისაუბროთ.
kargia ase gaagrdzelet ♡
ReplyDelete