Wednesday, March 12, 2014

IX კლასელების 3 მარტი

დედის სახელზე მე-9 კლასმა ხეები დარგეს სკოლის ეზოში

 













Tuesday, November 19, 2013

ჩხოროწყუს მუზეუმი

ისტორიული მუზეუმი... მუზათა ტაძარი. ჩხოროწყუში ის 1978 წლიდან მუშაობს. 1983  წელს ახლ, მისთვის სპეციალურად აგებულ შენობაში გადავიდა და აქ დაიდო სამუდამოდ ბინა. მისი შექმნის სათავეებთან ჩხოროწყუელთა მრავალი თაობა იდგა. საფუძვლის ქვკუთხედი გასული საუკუნის 30-იან წლებში სოფელ ჭოღაში აღმოჩენილი ჩვენს წელთააღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნის წინანდელი სამჭედლო გახდა. მას მოჰყვა სხვა აღმოჩენებიც, რომელმაც საქართველოსა და სამეგრელოს მუზეუმებში დაიდო ბინა. ამან ჩააფიქრა ჩხოროწყუელები. მათ შემთხვევით აღმოჩენილი ისტორიული ფასეულობების მოტანა ჩხოროწყუს სარაიონო კულტურის სახლში დაიწყეს. განსაკუთრებით აქტიურობდა იმავე ჭოღის სკოლის დირექტორი, ისტორიკოსი გრიგოლ შენგელია. მას გვერდით დაუდგნენ რაიონული გაზეთის რედაქტორი ტიტე შელია, კომკავშირის რაიკომის მდივანი ჟურნალისტი ნელი პაპასქირი, დაბის №1 საშუალო სკოლის ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ხუნტუა და ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმის დირექტორი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი ალიოშა მორგოშია. მალე მუზეუმსთვის შენობა ააგეს. იგი არცთუ დიდი იყო. მალე იმდენი მასალა შეგროვდა, რომ  პარტიის  ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივნის კარლო ქაჯაიას ინიციატივით ახალი შენობა ააგეს, სადაც ამჟამადაა დავანებული ჩვენი მუზეუმი. ექსპონატების შესწავლაში მუზეუმს დიდი დახმარება გაუწიეს: მარტვილის(მაშინდელი გეგეჭკორის) მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა გივი ელიავამ, მუხურჩა-ოჩხომურის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელებმა ელგუჯა გოგაძემ და ჯონი აფაქიძემ. ამჟამად მუზეუმს დიდ დახმარებას უწევს ბატონი დავით ლომიტაშვილი. მუზეუმის დაქვემდებარებაშია ახლადგახსნილი  პირველი ქართველი მფრინავის ბესარიონ ქებურიას, პოეტ ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმი და კირცხის ვალია ბეჭვაიას სახელობის სასოფლო მუზეუმიც.
 ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორი ამჟამად ბატონი გურამ მალანია გახლავთ. სწორედ მისი ძალისხმევითა და მეცნიერ-თანამშრომლების, _ აწგარდაცვლილი ჯემალ ლაკირბაიას, ზაურ ჯალაღონიას, ვალერიან ახალაიას, მარინე გელანტიას, სხვა თანამშრომლებისა და, განსაკუთრებით, ანზორ სიჭინავას თავდაუზოგავი შრომით მუზეუმმა მიაღწია  ფართო აღიარებას. ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, გამოდის მუზეუმის ჟურნალი, ხშირად ჩამოდიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები.


ახლა კი ექსპონატების ენით ვისაუბროთ.

მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზის ესასვლელთან, დერეფანში, გამოფენილია სახელგანთქმული, ამჟამად პარიზში მოღვაწე მხატვრის რეზო-ემელიანე ადამიას რამდენიმე ადრეული ნახატი, რომელიც ჩხოროწყუშია შესრულებული და ამ რაიონის სხვადასხვა სოფლის პეიზაჟს ასახავს.                                                                                                                           
                                   

დანაგვიანებული გარემო

 რა ყაირათიანებიც ვართ, ყველამ ვიცით. საკუთარ სიმდიდრეს ვაჩანაგებთ. მთებზე შეფენილ კორომებს ვანადგურებთ, მერე კი სადღაც დავყრით მორებს და... არც ჩვენ ვიყენებთ და არც სხვას ვაყენებინებინებთ. საკუთარ ტყეებში ახლა უცხოელები შევუშვით.  მათ კი, ერიჰაა. ადამიანებო, დედამიწა განა ჩვენი სამკვიდრო არ არის?



Sunday, November 17, 2013

მიგრაცია

 ბოლო ხანებში გახშირდა წარწერები: ,,იყიდება“... იყიდება სახლ-კარი, ოჯახები მიდიან, საკუთარ ნაფუძარს ტოვებენ... ხომ არის მტკივნეული?! შეხედავ და შენი მეზობლის სახლი გამოკეტილია, კარებს მძიმე ურდული ადევს. ბლოგზე მუშაობისას რაიონის თითქმის ყველა სოფელი მოვიარეთ, იქ უფრო მძიმე სიტუაციაა. სოფელში, უბრალოდ არავინ ყიდულობს მოტოვებულ სახლ-კარს. სოფელი იცლება. ალბათ დიდი თურქობის დროსაც არ ყოფილა ანალოგიური მდგომარეობა.

დანაგვიანებული გარემო

  ჩვენ რომ ბუნების მიმართ ბარბაროსული დამოკიდებულება გვაქვს, ეს სურათებიც დაგვიდასტურებენ. ნაგავს,_პოლეთილენის პარკებს, ბოთლებს, ათასგვარ ხარახურას ყრიან იქ სადაც მოესურვებათ. მდინარეებს, ღელეებს წმინდა წყალი უბინძურდებათ. ამ წყალს, ნაგვის ნარჩენებს საქონელი მიირთმევს, იწამლება, მათგან კი ჩვენზე გადმოდის. ამიტომაცაა ამდენი დაავადება, ავადმყოფობა. ისედაც მცირერიცხოვან ქართველებს ეს უბედურებაც გვასვამს დაღს.

სპორტის ახალი ფედერაცია

  3 ოქტომბერს ჩვენი სკოლის ინიციატივა გააჟღერა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მანანა ჩიქოვანმა სპორტისა და ხალხურ თამაშობათა ფედერაციის ჩამოყალიბების შესახებ, რაც სხვებმაც მოიწონეს და უყოყმანოდ შემოუერთდნენ.

Saturday, November 16, 2013

ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი

ისტორიული მუზეუმი... მუზათა ტაძარი. ჩხოროწყუში ის 1978 წლიდან მუშაობს. 1983  წელს ახლ, მისთვის სპეციალურად აგებულ შენობაში გადავიდა და აქ დაიდო სამუდამოდ ბინა. მისი შექმნის სათავეებთან ჩხოროწყუელთა მრავალი თაობა იდგა. საფუძვლის ქვკუთხედი გასული საუკუნის 30-იან წლებში სოფელ ჭოღაში აღმოჩენილი ჩვენს წელთააღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნის წინანდელი სამჭედლო გახდა. მას მოჰყვა სხვა აღმოჩენებიც, რომელმაც საქართველოსა და სამეგრელოს მუზეუმებში დაიდო ბინა. ამან ჩააფიქრა ჩხოროწყუელები. მათ შემთხვევით აღმოჩენილი ისტორიული ფასეულობების მოტანა ჩხოროწყუს სარაიონო კულტურის სახლში დაიწყეს. განსაკუთრებით აქტიურობდა იმავე ჭოღის სკოლის დირექტორი, ისტორიკოსი გრიგოლ შენგელია. მას გვერდით დაუდგნენ რაიონული გაზეთის რედაქტორი ტიტე შელია, კომკავშირის რაიკომის მდივანი ჟურნალისტი ნელი პაპასქირი, დაბის №1 საშუალო სკოლის ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ხუნტუა და ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმის დირექტორი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი ალიოშა მორგოშია. მალე მუზეუმსთვის შენობა ააგეს. იგი არცთუ დიდი იყო. მალე იმდენი მასალა შეგროვდა, რომ  პარტიის  ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივნის კარლო ქაჯაიას ინიციატივით ახალი შენობა ააგეს, სადაც ამჟამადაა დავანებული ჩვენი მუზეუმი. ექსპონატების შესწავლაში მუზეუმს დიდი დახმარება გაუწიეს: მარტვილის(მაშინდელი გეგეჭკორის) მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა გივი ელიავამ, მუხურჩა-ოჩხომურის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელებმა ელგუჯა გოგაძემ და ჯონი აფაქიძემ. ამჟამად მუზეუმს დიდ დახმარებას უწევს ბატონი დავით ლომიტაშვილი. მუზეუმის დაქვემდებარებაშია ახლადგახსნილი  პირველი ქართველი მფრინავის ბესარიონ ქებურიას, პოეტ ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმი და კირცხის ვალია ბეჭვაიას სახელობის სასოფლო მუზეუმიც. 
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორი ამჟამად ბატონი გურამ მალანია გახლავთ. სწორედ მისი ძალისხმევითა და მეცნიერ-თანამშრომლების, _ აწგარდაცვლილი ჯემალ ლაკირბაიას, ზაურ ჯალაღონიას, ვალერიან ახალაიას, მარინე გელანტიას, სხვა თანამშრომლებისა და, განსაკუთრებით, ანზორ სიჭინავას თავდაუზოგავი შრომით მუზეუმმა მიაღწია  ფართო აღიარებას. ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, გამოდის მუზეუმის ჟურნალი, ხშირად ჩამოდიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები.
 ახლა კი ექსპონატების ენით ვისაუბროთ.
მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზის ესასვლელთან, დერეფანში, გამოფენილია სახელგანთქმული, ამჟამად პარიზში მოღვაწე მხატვრის რეზო-ემელიანე ადამიას რამდენიმე ადრეული ნახატი, რომელიც ჩხოროწყუშია შესრულებული და ამ რაიონის სხვადასხვა სოფლის პეიზაჟს ასახავს.      

  პირველი განყოფილება ისტორიამდელ ხანას ეხება. გამოფენილია განმრხული მცენარეებისა და ცხოველების გაქვავებული ნაშთები: მღვიმური დათვის ეშვი, გადაშენებული ცხოველების თავის ქალა, რომელიღაც გიგანტური ცხოველის ხერხემლის მალები, გაქვავებული კუ და თევზი.
მეორე განყოფილება ქვის, ადრებრინჯაოს და ადრერკინის ხანას ეთმობა. უამრავი მასალაა აქ გამოფენილი: ქვის, ბრინჯაოსა და რკინის იარაღები,_ კოლხური ცულები, შუბის ბუნიკები, თოხები, ხმლები, სპილენძისა და რკინის მადნები,  წიდები, თიხის საქშენი მილები, რაც მიგვითითებს სამეგრელოს ამ კუთხეში ადამიანის ადრეულ მოსახლეობას და მის მაღალ გონებრივ განვითარებაზე.
საინტერესოა ამ განყოფილებაში გამოფენილი ნხევრადძვირფასი ქვების(აქატი, ქალცედონი, იასპი) და შუშის მძივები, მათი ნახევარფაბრიკატები, დასამზადებელი ხელსაწყოები. ძვალზე გამოყვანილი პიქტოგრამები. ყურადღებას იქცევს ქვა, რომელზეც ამოკაწრულია რაღაც ნიშნები, რომელიც დღემდე გამშიფვრელს მოელის.
მესამე განყოფილება ხელოსნობას ასახავს. სრულად არის წარმოდგენილი სამჭედლო თავისი ატრიბუტებით, ხელის ჩარხი, ძველი, ჩუქურთმიანი კარი. 
მეოთხე განყოფილებაში 19-ე საუკუნისათვის დამახასიეთებელი ნივთებია გამოფენილი
აქვე ერთი ფაქტი იქცევს ყურადღებას. ინფორმაცია ლესიჭინელი მეწარმის ბასა სიჭინავას შესახებ. მას თურმე 19-ე საუკუნის დასარულს და მეოცე საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაჰქონდა აბრეშუმის პროდუქცია დიდი რაოდენობით. საწარმო ბოლშევიკებმა მიხა ცხაკაიას თაოსნობით დაუწვეს.

ყურადღების მიღმა არც მეგრულ ენაზე არსებული ,,ყაზაყიში გაზეთი“ დაგრჩებათ. ის ზუგდიდსი გამოდიოდა მისი ფაქტიური რედაქტორი მამანტი კვირტია, ჩვენი რაიონელი ცნობილი ეთნოგრაფი, მეცნიერი და პოეტი, გახლავთ. სწორდ მან გადასცა ამ გაზეთის სრული  კოლექცია მუზეუმს.
მერვე განყოფილებაში მოქცეულია  გამოჩენილ ჩხოროწყუელთა შესახებ მასალები. გამოფენილია მათი თუ მათზე დაწერილი წიგნები. აი, ზოგიერთი მათგანიც:აკაკი ხორავა, ნიკოლოზ ვეკუა, _ გამოჩენილი მათემატიკოსი, აკადემიკოსი. ლიდა პაპასქირი,(პირველი დოქტორი ქალი ეკონომიკის დარგში) გრიგოლ პაპავა(ვაზის სასხლავ მანქანის გამომგონებელი) და სხვა. ბესარიონ ქებურიას ცალკე კუთხე ეთმობა.





ბაზრობა ჩხოროწყუში