ჩხოროწყუს დაბის საკრებულო–ადმინისტრაციულ–ტერიტორიული
ერთეული ჩხოროწყუს რაიონში, ოდიშის ვაკეზე, ოჩხომურის ორივე ნაპირზე. შედის დაბა ჩხოროწყუ
და სოფელი გარახა. საკრებულოს ესაზღვრება: აღმოსავლეთით–ნაკიანი, ახუთი; დასავლეთით
ლეწურწუმე; ჩრდილოეთით–ჭოღა, ხაბუმე; სამხრეთით–ქვედა
ჩხოროწყუ. 1969 წელს ჩხოროწყუს სადაბო საბჭოში აღრიცხული იყო 1060 კომლი, მათგან სოფელ
გარახაში – 270 კომლი. 1996 წელს კი საკრებულოში ცხოვრობდა 318 გვარის 1320 კომლი (5601
სული).
ჩხოროწყუ –
დაბა (1960 წლიდან) ოდიშის ვაკეზე, ხობისწყალ–ოჩხომურს შუა. ჩხოროწყუს რაიონისა და
ჩხოროწყუს დაბის საკრებულოს ცენტრი. ზ. დ. 180 მეტრი მანძილი თბილისიდან, 333 კილომეტრი.
სენაკიდან –36 კილომეტრი, ზუგდიდიდან -28 კილომეტრი. 1969 წელს დაბა ჩხოროწყუში მკვიდრობდა
1060 კომლი. 1996 წელს კი–315 გვარის 4220 სული. კომლმრავალი გვარებია: ფირცხელავა–49
კაცი. გოგუა–47 კაცი. შენგელია – 45 კაცი. ქებურია–40 კაცი. პაპავა–33 კაცი. წურწუმია–33
კაცი. კვარაცხელია – 32 კაცი. ყალიჩავა – 31 კაცი. თოდუა–28 კაცი, არახამია–26 კაცი,
ალანია–25 კაცი, ვეკუა–24 კაცი, ნაჭყებია–24 კაცი, გაბისონია –23 კაცი, პერტაია–20
კაცი და სხვა. (ცნობას ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე ე. მალანია და შემსრულებელი
გ. ცირამუა).
ოდიშ–ლეჩხუმის დავით დადიანისეული დაყოფით, ჯვარის მაზრაში
დასახლებული სოფელი ნაჯახოუ, როგორც ჩანს, მოიცავდა დღევანდელი დ. ჩხოროწყუს ტერიტორიასაც
(სრულად ან ნაწილობრივ). ნაჯახოუ, ნაჯაგოუს დამახინჯებული ფორმაა. საქართველოს სსრ
პირველი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული დაყოფა (ტფ., 1930) ჩხოროწყუს სასოფლო თემში ასახელებს
სოფელ ჩხოროწყუ–ნაჯაგოუს. როგორც ჩანს სწორედ ესაა ამჟამინდელი დაბა ჩხოროწყუ.
რიცხვი 9 ქართულში გამოხატავს სიმრავლეს, სიშორეს, მიუწვდომლობას.
ჩვენს წინაპრეპს ,,ცხრა რაღაც საიდუმლო ძალის მქონე ბედნიერ რიცხვად მიაჩნდათ“ საქართველოში
ჰიდროგრაფიულ ობიექტებს ეწოდებათ: ჩხოროწყუ, ცხრაწყარო, ცხროჭა, ცხრანაკადა, ცხრაპირა,
ჩხოროღალ, ჩხორთოლი და სხვა. ყველა შემთხვევაში რიცხვი 9 გამოხატავს წყლის სიუხვეს,
წყაროთა სიმრავლეს. მაშასადამე, ჩხოროწყუ მრავალწყაროიანი ადგილია.
ჩხოროწყუ ნიშნავს ცხრაწყაოს და აქ „თითქოს ყველაფერი
ნათელია და ნათელი იყო კარგა ხნის წინათაც. ამიტომ გასაკვირია, რომ ჩხოროწყუს ეტიმოლოგიამ
ამ რაიონის გაზეთის ფურცლებზე ცხარე კამათი გამოიწვია.
ინფორმატორთა განმარტებით, „ჩხოროწყუ დაურქმევია დუტუ
პატონსქუას იმის გამო, რომ საროდონაიოში პატარა ფერდობიდან ცხრა ადგილას გამოდიოდა
წყარო“. გავრცელებული მოსაზრებით, ჩხოროწყუ ადგილგადანაცვლებული სახელია. ამასთან დაკავშირებით
საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის მ. კვირტაია: ოიკონიმი ჩხოროწყუ ჩნდება მას შემდეგ,
რაც ნაჯაგუას ხევისთავთა უფროსმა ილიკო დადიანმა დაუკავშირა რკინიგზის ბაქან ახალსენაკს.
მაგრამ იმ პერიოდში ჩხოროწყუ ერქვა ამჟამინდელ სოფელ ქვედა ჩხოროწყუს. XIX
საუკუნის მეორე გარახის
მცხოვრებთა ნაწილი გადმოსახლდა სულერში, სადაც აშენდა ეკლესია და ყოველწლიურად იმართებოდა
“იამურკობა“, 1859–1860 წლების აღწერის ნუსხებში
დასახლებულია სოფელი სულერი , მაგრამ ხაბუმე და ჩხოროწყუ არ ჩანს. სწორედ ამ სულერში
წარმოქმნილ დასახლებას ეწოდა ჩხოროყუ და იგი ნაჯაგუს ხევის შემადგენლობაში შევიდა.
ბენიბრივია, რომ ამის შემდეგ ეწოდა თავდაპირველ ჩხოროწყუს ქვედა ჩხოროწყუ.
ჩხოროწყუს რაიონულ გაზეთ „ნაპერწკალში“ გამოქვეყნებულ
წერილში კი (1973 წ.) მასწავლებელი გ. შენგელია გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ჩხოროწყუ
„ცხრა ჭა“ ერქვა ტეხურის მარცხენა შენაკადს და სწორედ ეს სახელი იქნა გადმოტანილი ხობისწყლისპირა
დასახლებისათვის.
ხალხური ეტიმოლოგია: დადიანის მოურავს, როცა სულერის
გავლით ახალსენაკისაკენ გზა გაუყვანიათ, უხუმრია, სულერი ჩხოროტკუ „ცხრამტკაველი“ ყოფილაო
(გულისხმობდა, რომ აქ ხობისწყალსა და ოჩხომურს შუა მხოლოდ 0,5 კილომეტრი მანძილია).
ამიტომაც დარქმევია ადგილს ჩხოროტკუ, რაც შემდეგ ჩხოროწყუდ ქცეულა.
გარახა–სოფელი ჩხოროწყუს დაბის საკრებულოში, მდინარე
ოჩხომურის მარცხენა მხარეს სოფელ ნაკიანამდე, ზ.დ. 200 მ. ჩხოროწყუდან 2 კმ. შემორცენილია
გვიანდელი შუა საუკუნეების 2 ციხესიმაგრე, რომლებიც აგებული უნდა იყოს XVI
საუკუნის დამდეგს. სოფლის
მიდამოებშია გარახის მღვიმე. ესაზღვრება: სამხრეთით – ახუთი, ჩრდილოეთით–ხაბუმე. სოფელი
იყოფა ორ დიდ ნაწილად:ქვედა გარახა//თუდოლენი გარახა და ზედა გარახა//ჟიმოლენი გარახა.
გარახა შედიოდა შელიების სამფლობელოში. ეს სოფელი რომ დიდი და დაწინაურებული იყო, ამას
ისიც ადასტურებს, რომ აქ საეკლესიო და სამრევლო სკოლა ჯერ კიდევ 1877 წელს გაუხსნიათ.
გარახის ეტიმოლოგია ჯერჯერობით არაა დადგენიი. მ. კვირტიაიას
მოსაზრეით, გარახა <– გარამი ხა, რაც თითქოს ნიშნავს ქვიან ფლატეს. მართალია,მეგრულში
ორივე ეს სიტყვა გვაქვს:გარამი “კარსტული ჭა, უფსკრული“, ხა “ფხა, გველის ძვალი, თევზის
ქერცლი“. მაგრამ გარამი ხა –> გარახა არ ჩანს დამაჯერებელი. არსებობს ხალხური ეტიმოლოგიაც:
მოურავს გადასახადი ვერ
რაიონის საკრებულოები და სოფლები
|
მუდმივი მოსახლეობა
|
||
სულ კაცი ქალი
|
|||
ახუთის თემის საკრებულო
ახუთი
მონგირი
|
2155
|
1085
|
1070
|
1196
|
616
|
580
|
|
959
|
469
|
490
|
|
ზუმის სოფლის საკრებულო
ზუმი
|
1548
|
747
|
801
|
1548
|
747
|
801
|
|
თაიის სოფლის საკრებულო
თაია
|
737
|
368
|
369
|
737
|
368
|
369
|
|
კირცხის თემის საკრებულო
კირცხი
სარაქონი
|
2233
|
1046
|
1187
|
1444
|
685
|
759
|
|
789
|
361
|
428
|
|
ლესიჭინის თემის საკრებულო
ლესიჭინე
მეორე ლესიჭინე
|
4074
|
1955
|
2119
|
3116
|
1484
|
1632
|
|
514
|
256
|
258
|
|
ოჩხომური
|
444
|
215
|
229
|
ლეწურწუმეს თემის საკრებულო
ლეწურწუმე
ნაგვაზუ
ჯუმითი
|
1495
|
715
|
780
|
736
|
355
|
381
|
|
248
|
121
|
127
|
|
511
|
239
|
272
|
|
მუხურის თემის საკრებულო
მუხური
ლეგახარე
ქოყო
|
2910
|
1422
|
1488
|
1538
|
760
|
778
|
|
926
|
447
|
479
|
|
446
|
215
|
231
|
|
ნაკიანის თემის საკრებულო
ნაკიანი
ლეახალე
ლექარჩე
|
465
|
237
|
228
|
179
|
90
|
89
|
|
132
|
70
|
62
|
|
154
|
77
|
77
|
|
ნაფიჩხოვოს თემის საკრებულო
ნაფიჩხოვო
ლედარსალე
ხანწკი
|
2062
|
1007
|
1005
|
759
|
380
|
379
|
|
768
|
359
|
409
|
|
535
|
268
|
267
|
|
ქვედა ჩხოროწყუს თემის
საკრებულო
ქვედა ჩხოროწყუ
ლეჯიქე
|
|||
1896
|
948
|
948
|
|
1191
|
594
|
597
|
|
705
|
354
|
351
|
|
ჭოღის თემის საკრებულო
პირველი ჭოღა
ლექობალე
მეორე ჭოღა
|
1886
|
909
|
977
|
1018
|
487
|
531
|
|
83
|
40
|
43
|
|
585
|
382
|
403
|
|
ხაბუმის თემის საკრებულო
ხაბუმე
მოიდანახე
ჯუმითი
|
3623
|
1721
|
1902
|
1834
|
862
|
972
|
|
1154
|
556
|
598
|
|
635
|
303
|
332
|
გვარები
1)შენგელია–2066 26)გაბედავა-371
2)სიჭინავა–2036 27)ბერია-364
3)ჯალაღონია–1039 28)ქებურია-364
4)წურწუმია–1006 29)ფაცაცია-347
5)დარსალია–936 30)ქობალია-338
6)გოგუა–931 31)ბერულავა-326
7)თოლორდავა–907 32)ბებია-318
8)კვარაცხელია–770 33)ჩალიგავა-314
9)თოდუა–745 34)სორდია-307
10)ჩიქოვანი–742 35)მალანია-304
11)გახარია–728 36)მამფორია-285
12)პაპავა–727
37)პერტაია-284
13)საჯაია–720 38)ბაძაღუა-278
14)ახალაია–679 39)იზორია-270
15)ნაჭყებია–657 40)გაბელია-261
16)ხორავა–629 41)მორგოშია-256
17)ლემონჯავა–621 42)ცირდავა-253
18)ვეკუა–582
43)ცირამუა-251
19)ყალიჩავა–559 44)ესართია-245
20)გულუა–454 45)ჩიტაია-245
21)ქარჩავა–426 46)ჟვანია-242
22)კვირკველია–400 47)კაჭარავა-210
23)ლაგვილავა–396~ 48)არახამია-209
24)ჯიქია–392 49)უბირია-206
25)ფირცხელავა–380 50)ქვარცხავა-197
ამათგან საქართველოს მასშტაბით გავრცელებულია
:კვარაცხელია-13618(მე-6 ადგ.),შენგელია - 12764(მე-8 ადგ.),თოდუა - 8079(24-ე ადგ.),ჯიქია-6432(44-ე
ადგ.),სიჭინავა-6102(53-ე ადგ.),ნაჭყებია-5759(58-ე ადგ.),ქობალია-5209(73-ე ადგ.),ახალაია
- 4452(104-ე ადგ.),ჩიქოვანი-4358(107-ე ადგ.),ჯალაღონია
- 4269(112-ე ადგ.),წურწუმია -მ 4266(113-ე ადგ.),ჟვანია - 3454(168-ე ადგ.),საჯაია
- 3278(183-ე ადგ.),პაპავა - 3234(188-ე ადგ.),ვეკუა - 3158(190-ე ადგ.),გოგუა - 3141(191-ე ადგ.),ლაგვილავა
- 3075(201-ე ადგ.).
No comments:
Post a Comment